მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის საჰაერო ღონისძიება, უამინდობის გამო გაუქმდა – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„საჰაერო ნაწილი ამინდის გამო არ გაიმართება“, – თქვა პესკოვმა.
BBC წერს, რომ გამარჯვების დღის წინ რუსეთის საჰაერო ძალები წითელ მოედანზე რეპეტიციებით იყვნენ დაკავებულნი, მათ შორის ჰაერში Z უნდა გამოსახულიყო, რაც უკვე იქცა უკრაინაში რუსების სამხედრო შეჭრის სიმბოლოდ.
ტელეკომპანია წერს: „ახლა რუსული საინფორმაციო სააგენტოებიდან გვესმის, რომ აღლუმის საჰაერო ჩვენება გაუქმდა. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამას ამინდის პირობებს ადანაშაულებს“.
ავტორი