წითელი ღვინო
ერთ-ერთ ფაქტორი, რომელიც წითელ ღვინოს უპირატესობას ანიჭებს, არის ის, რომ მისი წარმოებისას ყურძნის კანი ფერმენტაციის პროცესში მონაწილეობს. სწორედ ის ანიჭებს ღვინოს ნაჯერ წითელ ფერს, ასევე მდიდარ შემადგენლობას, რომელიც ანტიოქსიდანტებს შეიცავს.
ყურძნის კანი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობენ გულის ჯანმრთელობას, ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას და თრომბის წარმოქმნის რისკის, ასევე „ცუდი“ ქოლესტერინის შემცირებას.
წითელი ღვინის ზომიერმა მოხმარებამ შეიძლება შეამციროს სიმსივნის ზოგიერთი სახეობის და ნაღვლის ბუშტში კენჭების განვითარება, ასევე ხელს უწყობს კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესებას. ეს გამოწვეულია პოლიფენოლის ნაერთების შემცველობით, რაც კვლევის მონაცემებით, ხანგრძლივ და ჯანსაღ ცხოვრებას ხელს უწყობს.
იმის მიუხედავად, რომ წითელი ღვინო შეიცავს მეტ პოლიფენოლს, ვიდრე თეთრი ღვინო, მათი რაოდენობა ჩამორჩება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა შავი შოკოლადი ან მოცვი.
თეთრი ღვინო
თეთრი ღვინო მზადდება თეთრი ყურძნისგან ან ყურძნისგან, რომელსაც კანი ფერმენტაციამდე მოაშორეს. ამის გამო თეთრ ღვინოს არ აქვს ანტიოქსიდანტები, რომლებიც წითელ ღვინოს ყურძნის კანი ანიჭებს.
წითელ ღვინოსთან შედარებით, თეთრი ღვინო შეიცავს ოდნავ ნაკლებ კალორიას, მეტ ნახშირწყლებს და ნაკლებ ალკოჰოლს. თეთრი ღვინო ასევე შეიცავს ფენოლებს, რომლებიც დამცავ ზემოქმედებას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და გააჩნიათ ანტიკანცეროგენული თვისებები. თეთრი ღვინო იმდენ ფენოლს არ შეიცავს, რამდენსაც წითელი ღვინო, მაგრამ მათი ანტიოქსიდანტური აქტივობა უფრო მაღალია.
































































