ციტრუსი შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძს, Р, А, В1, В2, С ვიტამინებს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაში, ხელს უწყობს გლუკოზის შეწოვას და აჩქარებს ცხიმის წვას. 100 გრამი გრეიპფრუტის ენერგეტიკული ღირებულებაა 33 კკალ, ფორთოხალი – 37 კკალ, ლიმონი – 18 კკალ. ციტრუსის დიეტის მენიუ 3 დღეზე გათვლილია. წონის კლება – 2-3 კგ.
პირველი დღე
პირველი საუზმე: ¼ გრეიპფრუტი, ½ ვაშლი, ნესვის ნაჭერი, 200-250 მლ ასკილის ნახარში.
მეორე საუზმე: ბოსტნეულის და ხილის სალათა (დაჭრილი თეთრი კომბოსტო, პომიდორი, წვრილად გახეხილი გოგრა, სტაფილო, ვაშლი, შეკაზმული 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ან მცენარეული ზეთით), 200-250 გრამი სტაფილოს წვენი.
სადილი: 100 გრამი ორთქლზე მოხარშული ყავისფერი ბრინჯი, 70 გრამი მოხარშული ქათმის გულმკერდი კანის გარეშე, 70 გრამი ჩაშუშული ბოსტნეულის ნარევი (ბადრიჯანი, სტაფილო, პომიდორი), 200-250 მლ მწვანე ჩაი.
სამხარი: ¼ გრეიპფრუტი, ½ ბანანი, კივი, 200-250 მლ პიტნის ჩაი.
ვახშამი: 300 მლ კეფირი.
მეორე დღე
პირველი საუზმე: ½ ფორთოხალი, ½ ვაშლი, რამდენიმე ნაჭერი ანანასი, 200-250 მლ ყურძნის წვენი.
მეორე საუზმე: 150 გრამი შვრიის ფაფა, (წყალზე მოხარშული, უშაქროდ. ცოტა თაფლი და მცენარეული ზეთი დასაშვებია), 200-250 მლ ცაცხვის ჩაი.
სადილი: 2-3 ცალი გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილი, 80 გრამი ჩაშუშული თევზი, პატარა პომიდორი, 200-250 მლ მწვანე ჩაი.
სამხარი: 1 ბანანი, ¼ გრეიპფრუტი, 200-250 მლ ბაბუაწვერას ნახარში.
ვახშამი: 1 კივი, 250-300 მლ სასმელი იოგურტი.
მესამე დღე
პირველი საუზმე: ¼ გრეიპფრუტი, ½ ფორთოხალი, პატარა ვაშლი, 200-250 მლ მწვანე ჩაი.
მეორე საუზმე: ბოსტნეულის და ხილის სალათა, 200-250 მლ პომიდვრის წვენი.
სადილი: 100 გრამი მოხარშული ბროკოლი, 70 გრამი მოხარშული თევზი, 70 გრამი ჩაშუშული ბოსტნეული (სატაცური, სტაფილო, პომიდორი), 200-250 მლ მწვანე ჩაი.
სამხარი: ½ ბანანი, კივი, ¼ გრეიპფრუტი, 200-250 მლ პიტნის ჩაი.
ვახშამი: 300 მლ კეფირი.


































































