ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურში ციტრუსის მოსავალს უკვე იღებენ. როგორც დაბაში გვითხრეს, ხარისხიანი მანდარინის ფასი, სავარაუდოდ, 60 თეთრი იქნება.
“ციტრუსის მოსავლით უკმაყოფილო ვართ, მაგრამ, რაც არის, ახლა უნდა მოვკრიოთ და გავყიდოთ. ექვსჯერ შევწამლეთ ციტრუსს, მაგრამ მაინც უხარისხოა პროდუქტი. არ ვიცით, რა არის მიზეზი, ამინდი თუ ფაროსანა. რაც შეიძლება, ყველაფერი გავაკეთე და ახლა კრეფის პროცესი დავიწყეთ. დაახლოებით, 3- 4 ტონას მოსავალს ველოდებით, რაც წინა წლებთან შედარების საგრძნობლად ნაკლებია“. – გვითხრეს დაბა ლაითურში მცხოვრებლების ერთმა ნაწილმა“.