მეცნიერები წიწაკის უებარ შემცველობაზე დიდი ხანია საუბრობენ. წიწაკა ამცირებს ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. წითელი წიწაკის შემადგენლობაში შედის ქიმიური ნაერთი კაპსაიცინი, რომელიც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, პერიფერიიდან ცენტრალურისკენ ტკივილის გადაცემას აჩერებს.
წიწაკა შეიცავს ვიტამინ C, კაროტინს, ვიტამინ B, შეიცავს აზოტოვან ნივთიერებას. წიწაკაში აღმოაჩინეს კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, ის თრგუნავს კიბოს უჯრედებს, მდიდარია P ვიტამინითა და მჟავებით.
ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, წიწაკა ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას.
ხუთი წლის გამოკვლევების საფუძველზე(გამოკვლეული იქნა 139 293 მამაკაცი და 288 082 ქალი) დაადგინეს, რომ ადამიანები რომლებიც იკვებებოდნენ მწარე წიწაკიანი საკვებით მინიმუმ დღეში ერთხელ, 14 პროცენტით უმცირდებოდათ გარდაცვალების რისკი. ამ გამოკვლევების საფუძველზე მათ გააკეთეს დასკვნა თუ თქვენ არ გაწუხებთ კუჭის წყლულოვანი დაავადება, აუცილებელია მიირთვათ წიწაკიანი საკვები.