თავისუფალი სუნთქვა
ჰაერი წიწვოვან ტყეში მთლიანად გაჯერებულია ფიტონციდებით – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებსაც გააჩნიათ დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების განადგურების უნარი. ისინი გამანადგურებლად მოქმედებენ ტუბერკულოზის ჩხირზეც. სწორედ ამიტომ ტუბერკულოზის სამკურნალო სანატორიუმებს ფიჭვნარებში აშენებენ.
მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ 1 კუბური მეტრი ჰაერი წიწვოვან ტყეში შეიცავს არაუმეტეს 200-300 ბაქტერიას. იმ ჰაერთან შედარებით, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ საზოგადოებრივ ტრანსორტში, წიწვოვანი ტყის ჰაერი პრაქტიკულად სტერილურია.
წიწვოვან ტყეში სეირნობა ხსნის დაღლილობას და ნერვულ დაძაბულობას, ხელს უწყობს გაზთაცვლის გააქტიურებას ფილტვებში, შესაბამისად, აუმჯობესებს სუნთქვას.
ავიტამინოზის საწინააღმდეგო საშუალება
წიწვი შეიცავს პროცენტულად იმდენივე C ვიტამინს, რამდენსაც შავი მოცხარი და ქაცვი, და 7-ჯერ მეტს, ვიდრე ლიმონი. C ვიტამინის გარდა წიწვი ასევე შეიცავს პროვიტამინს A(კაროტინი), E, K, P, B1, B2, B6, PP და H. შემადგენლობით წიწვი არათუ არ ჩამორჩება ფარმაცევტულ მულტივიტამინებს, არამედ აღემატება კიდეც მათ, რადგან მასში ყველა ვიტამინი ნატურალურია.


































































