ყოველდღიურად ცხელი ჩაის მიღება საყლაპავის კიბოს 90 %-ით ზრდის. ამისთვის დღეში 700 მლ 60 გრადუსამდე გაცხელებული ცხელი ჩაის მიღება საკმარისია, – ასეთი დასკვნა ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების სპეციალისტებმა მიიღეს.
კვლევა 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც 40-დან 75 წლის 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის პერიოდში საყლაპავის სიმსივნის 317 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მეცნიერების მტკიცებით, ამ ადამიანების უმრავლესობა ცხელი ჩაის მომხმარებლები იყვნენ.
სპეციალისტები გირჩევენ, ცხელი ჩაის გაგრილებას დაელოდოთ, სანამ მის დალევას გადაწყვეტთ.