6-9 ივნისს საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს, _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსი იქნება. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისში უნალექო ამინდებს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.