jam-news- ის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჟურნალისტმა და ოპოზიციური პარტიის “გაერთიანებული ოსეთის” წევრმა, ალექსანდრ ქელეხსაევმა თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა ის სცემეს და გაიტაცეს ფეისბუქზე დაწერილი ირონიული კომენტარის გამო, რომელიც კომუნალური გადასახადების გაზრდას ეხებოდა.
შედეგად, ქელეხსაევი ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის კაბინეტში აღმოჩნდა, რომელმაც მასთან “საგანმანათლებლო საუბარი“ გამართა.
ვრცლად: jam-news