მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა აკურთხეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ცხოველების კურთხევის ცერემონია წმინდა ანტონის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა. ის ცხოველების მფარველად მიიჩნევა.
ტრადიციის მიზანია, რომ ცხოველები მომდევნო წლამდე ჯანმრთელად იყვნენ.