ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაკავებულ ყაზახეთის მოქალაქეს ცხრაწლიანი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ხუთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ერთის ნაკლებად მძიმე დაზიანება ედებოდა.
ცნობისთის, სატვირთო მანქანას, რომელსაც ყაზახი მძღოლი მართავდა, მისაბმელი მოსწყდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ჩიბათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქ მანქანაში მყოფი ხუთი მგზავრი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ერთი, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.