ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ეთერ ვაშალომიძე-ლომჯარიას კარმიდამოში, ყვავილებიდან დაწყებული, აგრარული კულტურებით დამთავრებული, მუდამ საუცხოო გარემოა.
წელსაც, ყვავილების საგაზაფხულო თუ საზაფხულო კორიანტელის შემდეგ, შემოდგომის ელფერი გოგრების სითეთრემ „შთანთქა“.
გამრჯე, ყოჩაღი ქალბატონი, როცა ეკითხებიან, ცხვრის ფარასავით გაგიფენია ჭირნახულიო, „არა, ბატონო, ცხვრის არ გეგონოთ, გოგრის „ფარააო“ _ ჩვეული კეთილი ღიმილით პასუხობს და დასაგემოვნებლადაც ეპატიჟება.
[sexy_author_bio]