ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ორი შვილის დედა, ინგა სარიშვილი “გურია ნიუსს“ დაუკავშირდა. მისი თქმით, მის წლინახევრის შვილს სასწრაფო ოპერაცია აქვს თავზე გასაკეთებელი.
“ექიმები მირჩევენ, რომ ოპერაცია საფრანგეთში გაკეთდეს. ჩემი ახლობლები დამეხმარნენ და კლინიკა უკვე ავარჩიეთ საფრანგეთში, მაგრამ… საფრანგეთში გასამგზავრები ბილეთების და საბუთების თანხა არ გააჩნია ჩემს ოჯახს. არადა, ბავშვი ყოველდღე მძიმედ არის“, _ გვითხრა ინგა სარიშვილმა.
მისივე თქმით, საბუთების გაკეთებისთვის და მგზავრობისთვის 2000-მდე ლარი არის საჭირო.
ვისაც სურვილი ექნება, დაეხმაროს პატარა იოსებს, გთხოვთ დაუკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 555695144.