გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
მესტიაში წვიმა და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
+27 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
გორში წვიმა და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. +30 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.