ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ოჯახის ახლობლებმა პირველ არხს განუცხადეს, ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.
ქართველი მსახიობი 58 წლის იყო.
ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით.
1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
ქავჟარაძემ განსაკუთრებული პოპულარობა თენგიზ აბულაძის ფილმში „ნატვრის ხე“ შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა.