დეზდემონა (დეზდე, როგორც მას სიყვარულით ეძახდნენ), რუსაძე მრავალი ათეული წლების განმავლობაში, ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა.
მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში მან დაიმსახურა თაობების დიდი სიყვარული და მოიპოვა პროფესიონალი, კომპეტენტური პედაგოგის ლამაზი სახელი.
_მეორე საჯარო სკოლას ბევრი დიდებული პედაგოგი ჰყოლია, მათ შორის იყო ჩვენი საყვარელი დეზდემონა. ქალბატონი შექსპირული სახელითა და ქართული ბუნებით, ნამდვილი პედაგოგი, პროფესიონალი, სიცოცხლეზე, სამყაროზე, ადამიანებზე უსაზღვროდ შეყვარებული, ხალისიანი, იმედიანი შეუდრეკელი, დიდი ოჯახის დედა, საუკეთესო შვილების აღმზრდელი, შვილიშვილების, შვილთაშვილების საყვარელი ბებია, _ ნათქვამია მეორე სჯარო სკოლის დირექციის თანაგრძნობის წერილში.
„გურია ნიუსი“ უთანაგრძნობს ოჯახს, ქალბატონ ლელა იმედაშვილს ძვირფასი დედის გარდაცვალების გამო.
ავტორი