ბიონსეს პროფესია თავიდანვე განსაზღვრული იყო, ის ხომ მუსიკალური ლეიბლის მენეჯერისა და სტილისტის ოჯახში დაიბადა. მომავალი ვარსკვლავი სკოლაში ჯაზურ ცეკვებს სწავლობდა, 7 წლის კი უკვე ტალანტების კონკურსებზე გამოდიოდა.
ემინემის ბავშვობას „მოგზაურთა კლუბი“ შეიძლება ვუწოდოთ. იგი მთელი ბავშვობა სახლ-ფურგონით შტატიდან შტატში დადიოდა თავის მარტოხელა დედასთან ერთად. მან საკმაოდ მძიმე პერიოდები გადაიტანა.
ფერჯიმ მშობლების დახმარებით მიაღწია წარმატებას შოუბიზნესში. გოგონა ჯერ კიდევ 9 წლის იყო, როცა რეკლამებსა და დაბალბიუჯეტიან სერიალებში თამაშობდა.