როგორც უკვე ვწერდით, სენაკში ხანძარს 70 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრი, 70 წლის მიხეილ ცხვიტავა იყო.
შეგახსენებთ, ცეცხლი „ნატოჩაოს უბანში“ გვიან ღამით ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა.
მამაკაცი, რომელიც დარაჯად მუშაობდა, შენობიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”.




































































