ცნობილი ხდება აბაშაში, სოფელ მარანთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ქალის ვინაობა.
როგორც ირკვევა, იგი 35 წლამდე ასაკისაა და რუსეთის მოქალაქეა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამი საათის წინ მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახნენ. მინივენს უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა და სწორედ იქ იჯდა 35 წლამდე ასაკის ქალი. ამასთან, დაშავდა რამდენიმე პირი.
საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. ცხედარი ექპსერტიზე გადაასვენეს.
ავტორი