ქურდობის ფაქტი რუსთავში. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, მოლში არსებული კარფურის ჰიპერმარკეტიდან პროდუქტი მოიპარეს.
არსებული ინფორმაციით ფაქტზე მხილებულია ცოლ-ქმარი, მათ სხვადასხვა დროს, ჯამში 400 ლარამდე ღირებულების პროდუქტი გაიტანეს ჰიპერმარკეტიდან.
მომხდარზე გამოძიება სავარაუდოდ ქურდობის მუხლით დაიწყო.
წყარო: inforustavi