https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„წოპემ” ჩემი ყელი რომ ნახა, გაოცდა, ასეთი მდგომარეობით როგორ იჭიდავეო

8:49; 9.04.2023
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ ტრადიციულ საკვირაო მოგონებებში ერთ ცნობილ ქართველ ფალავანს და მის სპორტულ კარიერას გავიხსენებთ. ბატონ გურამ საღარაძეს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.

მსოფლიო პირველობების ორგზის გამარჯვებული და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი იმ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მოჭიდავედ ითვლებოდა. მართალია ოლიმპიურ ჩემპიონობას ვერ შესწვდა, მაგრამ ამ მიზანს მოგვიანებით მაინც მიაღწია. რაც თავის დროზე გურამ საღარაძემ ვერ მოახერხა, მისმა გაწვრთნილმა დავით გობეჯიშვილმა შეძლო და ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა…

„თბილისის მერვე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. სპორტის კუთხით მართლა ძალიან პროგრესული სასწავლებელი იყო. სხვათა შორის, ჩვენთან სწავლობდნენ შემდგომში ცნობილი მოკრივეები გივი მუხაძე, კოკა მუჯირი, ტანმოვარჯიშეები რუსლან და დავით პერტენავები, მოფარიკავე არჩილ გოგელია… მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, კარგადაც ვსწავლობდი – სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე. ცხადია, ეს არაჩვეულებრივი პედაგოგების დამსახურება იყო, სკოლის დირექტორი კი ყველასთვის საყვარელი მიხეილ სიხარულიძე გახლდათ. მოსწავლეები მას მეტსახელად „დობრი მიშკას” ვეძახდით. ტკბილად მახსენდება ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი აკაკი კუტივაძეც და საერთოდ, გამიჭირდება ყველას ჩამოთვლა – მათგან კონკრეტული საგნის გარდა ზრდილობას და ადამიანობასაც ვსწავლობდით.

სანამ ჭიდაობაზე შევიდოდი, ერთი წელი ტანვარჯიშზე დავდიოდი მაშინდელ კიროვის პარკში, „ბურევესტნიკის” სპორტულ დარბაზში. მაგრამ ჩემი გული მაინც ჭიდაობას ეკუთვნოდა და ამიტომ, მამას ვთხოვე და მანაც ჭიდაობაზე გადამიყვანა. რესტორანი „არაგვი” რომ იყო მტკვრის სანაპიროზე, სწორედ იქ მდებარეობდა დარბაზი: პირველ სართულზე მოკრივეები ვარჯიშობდნენ, მეორეზე ჩვენ, მოჭიდავეები. ჩემი პირველი მწვრთნელი არაერთი შესანიშნავი ფალავნის აღმზრდელი შალვა ნოზაძე გახლდათ.

სკოლის დასრულებისთანავე ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და რამდენიმე დღეში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უკრაინაში, ოდესაში წავედი ჩემს პირველ „დიდ” შეჯიბრებაზე. გუნდში ძლიერმა მოჭიდავეებმა მოვიყარეთ თავი: ვლადიმერ რუბაშვილი, ჯუმბერ დავლიანიძე, ნუგზარ გოგიბედაშვილი, ლერი ძაგანია, ზაურ ძიძიკაშვილი, ქართლოს გილაური.

იმ დროს უკვე „პეტრეს დარბაზში” ვვარჯიშობდი, უფროსების მხარდამხარ. ჩვენი კლუბი ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარეობდა, გაუქმებულ ეკლესიაში, „პეტრეს დარბაზი” კი ცნობილი მწვრთნელის პეტრე იორდანიშვილის საპატივცემულოდ ეწოდა. ჩვენ, ახალგაზრდა ბიჭები დიდი აღტაცებით შევცქეროდით აღიარებულ ფალავნებს: დავით ციმაკურიძეს, მირიან ცალქალამანიძეს, ვახტანგ ბალავაძეს, გიორგი სხირტლაძეს… იქვე ვარჯიშობდნენ „კლასიკოსებიც”: გივი კარტოზია, ავთანდილ ქორიძე, როსტომ აბაშიძე, რომან ძნელაძე… მოკლედ, „პეტრეს დარბაზი” მოჭიდავეების ნამდვილი „მექა” იყო

1958 წელს, 19 წლისა, საკავშირო ნაკრების კანდიდატთა შორის მოვხვდი, 60-იან წლებში კი გუნდის მუდმივი წევრი ვიყავი. მე, რუბაშვილმა, ბერიაშვილმა და მოგვიანებით გუნდში დამკვიდრებულმა შოთა ლომიძემ საკავშირო ნაკრებში უმტკივნეულოდ შევცვალეთ სახელოვანი ქართველი ფალავნები.

60-იან წლებში საქართველოში მოჭიდავეთა ძალიან ძლიერი თაობა იყო. საკავშირო ნაკრების წევრები ხომ ჩამოგითვალეთ, მაგრამ მათ გარდა გამოირჩეოდნენ ზაურ შეყრილაძე, ზაურ მჭედლიშვილი, სპარტაკ ქარსაულიძე… სხვათა შორის, ძიუდოსგან თავისუფალ დროს ანზორ კიკნაძეც ჩვენთან ჭიდაობდა. ერთი სიტყვით, სანამ საკავშირო ნაკრებამდე მივიდოდით, საქართველოში გვიწევდა მძაფრი კონკურენციის დაძლევა.

იმ დროს სსრკ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ დიაკინი იყო, ძალიან კარგი ადამიანი და თავის საქმის პროფესიონალი. დიაკინი ქართველებისადმი ყოველთვის კარგად იყო განწყობილი – შორს იდგა რუსული შოვინიზმისგან და ამიტომ, რუსეთში ზურგსუკან „კავკაზკი პლენნიკს” ეძახდნენ. დიაკინი პირველ რიგში მოჭიდავის ოსტატობას უყურებდა და არა ეროვნებას. ამიტომაც იყო მის დროს საკავშირო ნაკრები მრავალეროვანი და… ძალიან შეკრულიც!

მე ვახტანგ ბალავაძის წონაში ვჭიდაობდი. ბატონ ვახტანგს „ჭიდაობის პროფესორს” ეძახდნენ და ახლა თავად მიხვდით, რას ნიშნავდა ჩემთვის მის წონაში გამოსვლა. ბალავაძე რომ წავიდა, ამ წონაში უძლიერესებად მიხეილ ბეკმურზოვი და გარსევან ნებიერიძე ითვლებოდნენ. ეს უკანასკნელი კიევის სახელით ასპარეზობდა. ორივე სამ-სამჯერ იყო საკავშირო ჩემპიონი. აი, ასეთ მეტოქეებთან მიხდებოდა ნაკრებში დამკვიდრება.

ყველაზე მწარედ ნებიერიძესთან წაგება მაგონდება. თუ არ ვცდები, საკავშირო ჩემპიონატის შეხვედრა იყო – კონტრილეთზე წამოვეგე და… ჩემთან გამარჯვების შემდეგ ნებიერიძეს დაუქადნია, საღარაძეს და ბალავაძეს სადაც შევხვდები, ყველგან მოვუგებო. მის ბაქიაობაზე მეტად ბატონი ვახტანგის ასე ზერელედ ხსენებამ გამაღიზიანა – რა საჭირო იყო ამ სიტყვების თქმა, „ჭიდაობის პროფესორი” ხომ იმ დროს ხალიჩაზე აღარ გადიოდა?! 1962 წელს გარსევანს ბაქოში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე შევხვდი და მოვუგე. იმ წამს მინდოდა დანაქადნი შემეხსენებინა, მაგრამ გული აღარ ვატკინე – წამოვაყენე და გადავეხვიე.

1963 წელს თბილისში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისარებად ირანის ნაკრებიც ჩამოვიდა. მათთან პაექრობა ერთგვარი გამოცდა იყო. მოვიგებდი? – ნაკრებისკენ გზა ხსნილი მქონდა! ჩემს წონაში ირანელებს სახელგანთქმული იმამ ალი ჰაბიბი ჰყავდათ, იმ დროისთვის მელბურნის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. ჰაბიბს ქართველი გულშემატკივარი მის შესახებ გადაღებული ფილმიდან – „მაზენდერანელი ვეფხვი” – იცნობდა. ძალიან ძლიერი ფალავანი იყო… პაექრობის წინ სიცხე მქონდა – გლანდები მაწუხებდა, თუმცა მაინც გავედი ხალიჩაზე და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ვაჯობე. მეორე დღეს სახელგანთქმული „წოპეს” კლინიკაში ამოვყავი თავი – გლანდები ამომაჭრეს. „წოპემ” ჩემი ყელი რომ ნახა, გაოცდა, ასეთი მდგომარეობით როგორ იჭიდავეო. რამდენიმე თვე დამჭირდა ფორმის აღსადგენად, თუმცა მწვრთნელებისთის ჰაბიბისთან ჩემი გამარჯვება საკმარისი გამოდგა და ნაკრებშიც პირველ ნომრად დავმკვიდრდი.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მუხლჩაუხრელად ვემზადებოდი. ოლიმპიადაზე მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით ჩავედი – 1963 წელს მოვიგე ტიტული და იაპონიაშიც ოქროს მედლის მთავარ ფავორიტად ვითვლებოდი. ჩემს გარდა ჩემპიონობის კანდიდატებად თურქ ისმაილ ოგანს და ირანელ მოჰამედ სანათქარანს განიხილავდნენ. სამივე დამაჯერებლად მივიწევდით წინ, გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი ოგანთან გადამხდა – ჩვენი ჭიდაობა ფრედ დასრულდა და რადგან მეტოქეზე 700 გრამით მძიმე აღმოვჩნდი, ოქროს მედალი მას გადაეცა. ოგანი ჩემს წინააღმდეგ სულ გაქონილი გამოვიდა – ჩავლებას ვერ ვახერხებდი, თან ორთაბრძოლას გაურბოდა. იმ დროს გაფრთხილებები რომ ყოფილიყო, მოგებას მე მომაკუთვნებდნენ, მაგრამ… ძალიან გულგატეხილი ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ ისე დამწყდა გული.

ოგანთან შეხვედრამდე ფილიპინელი ჯობ მაიო, ავღანელი შაქარ ხან შაქარი, კანადელი ფილიპ ობერლენდერი და ინდოელი მადხო სინგხი დავამარცხე, მოჰამედ სანათქარანთან კი მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს. სხვათა შორის, სინგხი ბეჭებზე დავდე. ვახტანგ ბალავაძე მიყვიროდა, შებოჭე, არ გაუშვაო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა მანიშნა და მეც შევეშვი. წამოვდექი და რას ვხედავ: გვერდითი მსაჯი სუფთა გდებას არ მითვლის! სინგხთან წმინდა მოგება რომ ჩამეწერა, ოგანთან ფრეს მიუხედავად, ჩემპიონი გავხდებოდი.

ჩვენ დროს ჭიდაობაში რამდენიმე უცნაური წესი იყო. მაგალითად, ტოკიოში ზარბეგ ბერიაშვილმა ექვსი შეხვედრა მოიგო, მაგრამ პრიზიორთა სამეულშიც ვერ მოხვდა, რომან რურუამ კი დაუმარცხებლად დაასრულა შეჯიბრება, თუმცა ოქროს მედალი მის მეტოქეს, უნგრელ იმრე პოიაკს ერგო.

ტოკიოს ვერცხლის მედლის მოგების მეორე დღეს, გულდამძიმებულმა, თბილისიდან ჩემი უფროსი მეგობრების ეროსი მანჯგალაძის და დოდო აბაშიძის დეპეშა მივიღე: „ჩვენო გურამ, შენი ვერცხლი ოქროს გვირჩევნია, მშვიდობიანად დაბრუნდი სამშობლოში”! – იცოდნენ ჩემი ხასიათი და მამხნევებდნენ. 1965 წელს მსოფლიო ჩემპიონატს მანჩესტერმა უმასპინძლა. ოგანთან რევანში მწყუროდა, თუმცა ის ინგლისში არ ჩავიდა. ყველა დავამარცხე და მეორედ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი!

ტიტულებთან ერთად პოპულარულიც ვხდებოდი. იმის გამო, რომ ხშირად მიწევდა საწვრთნელი შეკრება, ინსტიტუტში ბევრი ლექცია მიცდებოდა, თუმცა საკუთარ თავს არ ვაძლევდი შეღავათის მოთხოვნის უფლებას. შეჯიბრებიდან დაბრუნებული წიგნებს ჩავუჯდებოდი და გაცდენილის ანაზღაურებას ვცდილობდი. მალე ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე გადავედი. იქაც შესანიშნავი პედაგოგები მყავდა: კათედრის გამგე ბორის ივანოვი, ლიდა წულუკიძე… სპორტსმენის კარიერა რომ დავასრულე, რამდენიმე წელი ჩემი სპეციალობით ვმუშაობდი: ჯერ ვარკეთილის ღვინის ქარხანაში, შემდეგ კი საკონდიტრო ფაბრიკა „მზიურში”.

1979-1980 წლებში საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი გახლდით. ახალგაზრდებს შორის ქვეყნის ჩემპიონატს ყვარელმა უმასპინძლა და სწორედ იქ აღმოვაჩინე დავით გობეჯიშვილი – დათო ქუთაისის სამშენებლო ტექნიკუმის სახელით გამოდიოდა. იქ მას შესანიშნავი მწვრთნელები ჰყავდა – მურად დოხტურიშვილი, მანამდე კი შურა მაისურაძე. ჩემი მოთხოვნით დათო თბილისში გადმოვიდა და როგორი სპორტსმენიც დადგა, კარგად იცით. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მან ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო, ვთვლი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მეტის მიღწევა შეეძლო. ისე, ძალიან ძლიერი კონკურენტები კი ჰყავდა ასლან ხადარცევის და ამერიკელი ბრიუს ბაუმგარტნერის სახით.

ბევრი მეგობარი მყავს. ვცდილობ მეგობრები კარგი ადამიანებიდან ამოვარჩიო. მეგობრის არჩევისას ჩემთვის ყველაზე მთავარი ადამიანურობაა – ცხოვრებაშიც და ურთიერთობაშიც. არ შემიძლია ვიღაცას პატივი ვცე თანამდებობის გამო, მით უმეტეს, თუ პიროვნება უზნეოა.

თბილისი ძალიან მიყვარს! ეს ქალაქი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან ჩემია. თბილისის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია – აქ ხომ ყოველი კუთხე-კუნჭული ასე ნაცნობია. და კიდევ: თბილისში რომ ურთიერთობებია, მსგავსი არსად მინახავს და მიგრძვნია.

საერთაშორისო შეჯიბრებებზე ყოველთვის საყვარელიძეების ოჯახიდან მაცილებდნენ. არ შემიძლია ტკბილად არ მოვიგონო ჩემი მეგობარი ივიკო საყვარელიძე, მამამისი – ბატონი დავითი, მისი დები… მათთან შეხვედრა, მათი დალოცვა და კეთილი სურვილები ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო.

გიტარა დღემდე ძველებურად მიყვარს. ახლა, ასაკში შესული რომ ვფიქრობ, მეცინება, შეკრებებზე გიტარით რომ მივდიოდი. რომ არა დროსტარებისადმი და მოლხენისადმი გადაჭარბებული სიყვარული, ალბათ, მსოფლიოს მეტი ოქრო მექნებოდა და ეგებ, კიდევ ერთ ოლიმპიადაზეც გავსულიყავი. თუმცა რაც იყო, იყო – ეტყობა ეს გზა უნდა გამევლო.

ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ. მიყვარს ყველაფერი ის, რითაც ლამაზია საქართველო. რა თქმა უნდა, ქეიფიც მიყვარს, სიმღერაც, თამადობაც, მაგრამ სამშობლოს სიყვარული ჭიქის აწევით და ლამაზი საუბრით კი არა, საქმით მტკიცდება. მეც სწორედ ამას ვცდილობ – ჩემი პატარ-პატარა საქმეებით სიკეთე მოვუტანო სამშობლოს.

სამეგობროში სახელგანთქმული თამადა ვარ, ამ საქმეში ჩემი მასწავლებელი კი საქვეყნოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მართლა შესანიშნავი თამადა სიმონიკა სხირტლაძე იყო. ასევე შესანიშნავად იციან სუფრის გაძღოლა ჯემალ ჭკუასელმა და ანზორ ერქომაიშვილმა. საერთოდ, ჩემი შეხედულებით, თამადობა ერთგვარი კოდექსია, სადაც ზედმიწევნით კარგადაა დაცული სუფრასთან ქცევის წესი, უფროს-უმცროსობა, წარსულისადმი პატივის მიგების ტრადიცია… მე თუ მკითხავთ, ჩვენ, ქართველები რომ აქამდე მოვედით, ქართული სუფრის დამსახურებაცაა.

ვისურვებდი, რომ ქართველები, პირველ რიგში მაღალზნეობრივნი იყვნენ, ეროვნული ტრადიციების ერთგულნი. რა თქმა უნდა, სიახლეც უნდა შეითვისონ, მაგრამ ფესვებს არ უნდა მოსწყდნენ. საერთოდ, ასე მგონია, რომ ფართოდ უნდა გავუღოთ კარი იმ პროგრესს, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს ამშვენიერებს და უკეთესობისკენ ცვლის“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გურამ საღარაძე
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

„ერთხელ მთელი ძალით დავარტყი და კარისკენ გაფრენილ ბურთს ჩემი კედიც მიჰყვა“

ალისა ფრეინდლიხი და ქართველები

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

15:26; 20.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა თოვა უახლოეს დღეებში

14:54; 20.01.2026
პოლიტიკა

159 შეწყალებული მსჯავრდებული და კითხვის ნიშნები- რას ამბობენ საია-ში შეწყალების აქტზე

13:13; 20.01.2026
მსოფლიო

მასშტაბური ავარია აშშ-ში

13:12; 20.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

12:23; 20.01.2026
სამართალი

მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობები მიუსაჯეს

12:14; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო