https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცოტაც მოითმინეთ, ცოტაც გაუძელით (ნამდვილი ამბავი)

18:11; 20.11.2017
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დასასრული

როგორ დაბრუნდნენ კიკიასთან, შალვას არ ახსოვდა. კიკიამ ის სახლში დატოვა და გარეთ გავიდა ამბების გასაგებად. როცა დაბრუნდა შალვა ქუხნაში დახვდა.

მოკლული შვიდი ადამიანის, მათ შორის ერთი ქალის და ხუთი წლის ბავშვის, ცხედრები ძველი კანცელარიის, მოაჯირიანი ფიცრული ოდის წინ, პირდაპირ მიწაზე დაასვენეს. ხელისუფლებამ მოითხოვა მიტინგის ორგანიზატორების გაცემა, უარის შემთხვევაში, ცხედრებს ოჯახებს არ გაატანდა. კანცელარიის გარშემო და შენობაში შეიარაღებული დაცვა დააყენეს. წითელარმიელთა ერთი ნაწილი იქვე დაბინავდა.

საღამოს მოწვიმა, აგრილდა. ვახშამზე ბუხარში გაჩაღებული ცეცხლის პირას ისხდნენ. არაყს სვამდნენ. ოტკა შალვამ მოინდომა, ცოტა გულს გადავაყოლებო. შალვა გაუჩერებლივ სადღეგრძელოებს იძახდა, რითაც კიკია გააკვირვა, მაგრამ თვითონ ცოტ-ცოტას სვამდა, იპარავდა და სულ კიკიას აძალებდა. გვიანობამდე შეყვნენ, როცა პურის ჭამა დაამთავრეს, კიკია დამხმარეს გარეშე ფეხზე ვეღარ დგებოდა. შალვამ და კიკიას მეუღლემ ნაზიკომ ის საწოლამდე მიაცილეს, შალვა კი თავის საძინებელში შევიდა. საწოლზე ისე დაწვა ტანთ არ გაუხდია.

სახლი ჩაჩუმდა. შალვა წამოდგა, სანთელი აანთო, ამოიღო ფურცელი და წერას შეუდგა. როცა დაამთავრა, ფურცელი გადაკეცა, ზედ წააწერა ,,ჩემს ოჯახს” და შიგ ვასილას და თავისი პასპორტი, ოჯახის ფოტო მოათავსა და სკამზე დადო. ჯიბეებიდან რაც ფული და წვრილმანი ნივთი ჰქონდა ამოიღო და იქვე მაგიდაზე დააწყო. ლაბადა მოისხა, გარეთ ფეხაკრეფით გამოვიდა და სამალავთან მივიდა. სამალავი ქუხნაში ,,პოლის” ფიცრის ქვეშ იყო მოთავსებული. ფიცარი გადასწია, იქიდან ამოიღო პარაბელუმი, მაუზერი, რამდენიმე მჭიდი და ოთხი ხელყუმბარა. ეს არსენალი აბგაში ჩააწყო და მხარზე გადაიკიდა. ქუხნიდან გამოვიდა და საჯინიბოსკენ გაემართა, ცხენს აღვირი ამოსდო, გარეთ გამოიყვანა და ეზოდან გავიდა. სახლს რომ მოშორდა, უბელო ცხენს მოევლო და შემოვლითი გზით ოზურგეთისკენ გასწია. 

გზაში არავინ შეხვედრია. ოზურგეთის შემოგარენში ცხენიდან ჩამოხტა, პირუტყვს გავაზე ხელი დაჰკრა,-წაი, სახში!-უთხრა. ცხენი სახლისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. შალვა ტყით დაფარულ გორაკზე ავიდა, ხის ძირას ჩამოჯდა, აბგა გახსნა და იარაღი მიწაზე ამოალაგა.

ამასობაში გათენდა. შალვამ იარაღი გასინჯა, მაუზერი მხარზე, ლაბადის ქვეშ გადაიკიდა, პარაბელუმი ქამარში გაირჭო, ხელყუმბარები ლაბადის ჯიბეებში ჩაიწყო, აბგა დაკეცა და ხის ძირში მიაგდო.

იქაურობა დაზვერა და კანცელარიის შენობისაკენ ფრთხილად გაემართა. ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ იყო. ის ნელი, გამოზომილი ნაბიჯით მიდიოდა. კანცელარიის ერთ კედელთან გაჭიმულ ბაწარზე წითელარმიელთა ცხენები მიებათ. შენობის წინ ერთი თოფიანი ჯარისკაცი იდგა. როცა კანცელარიას მიუახლოვდა, მიწაზე წვიმისგან დასველებულ ძმის გვამს მოჰკრა თვალი, წამით სახეზე შავმა ღრუბელმა გადაუარა, ფეხი აერია, მაგრამ მერე ისევ ჩვეულებრივი ნაბიჯით განაგრძო სვლა, გაიღიმა, ყარაულზე მდგარ ჯარისაკაცს მიუახლოვდა, ამოიღო პარაბელუმი და სანამ ის რამეს მოიმოქმედებდა, ტყვია თავში დაახალა…

ამ ამბის შემთხვევითი მოწმე, ოზურგეთელი მეფაიტონე ყვებოდა: ,,მაი კაძახი ჯარს თავზე დილით დიეცა, იმგენს ჯერ ეძინათ. მოკლა ერთი ჯარისკაცი, ამეიღო და დღლიზა ბომბი, ბომბმა მოღლიტა ოდის კარი, ფანჯრები მთლა დალეწა, იმფერი გრუხუნით გასქდა მეგონა მიწა შეინძრა მეთქი. მიწას გავეკარი. ცხენებმა ეიწყვიტა და გეიქცენ. ხმაურზე გამუარდა რუსი, კაძახმა ესროლა და იქვე მიაწვინა. გამუარდა ნაჩანიკი მაუზერით, მარა კაძახმა მუასრო და დაჭრა კისერში. ამეიღო მიორე ბომბი და მეისროლა სახში. გარეთ გამოხტენ გადარეული ჯარისკაცები, მან კი დუუშინა ტყვია და სროლილობდა კარქა ხანს, ერთი ტყვია მარცხენა ფხარში მუარტყენ, მოტყტა ფხარი, მარა მესამე ბომბი რუმ ზეპა, სუნთლა მოარყია სახლი. შევარდა შით გასისხლიანებული და გააწვიმა ტყვია. თავისიანების მისახმარებლათ მოვიდენ რუსები, დააყარენ ზალპი, იმფერი შილიგი ატყტა, სიტყვით ვერ გადმოიცემა, იგი კიდო დაიჭრა, მარა მაინც სროლილობდა, მიაწვინა კიდო ერთი. მივარდა მერე ჯარისკაცი, მარა დაჭრილმა აართვა იარაღი, მუუხტა და მიაყოლა ზრუგზე. შამოესია რუსებმა და კიდო დააყარენ ზალპი, ქე დაცხრილენ საცერივით. ამფერი მისდღემჩი არ მინახავს, ერთმა კაძახმა მთელი ჯარი დეიფრინა. მოკტა ვაჟკაცურა და თან წეიყოლა რუსები…”

რამდენიმე დღის შემდეგ გამოსული გაზეთი ,,კომუნისტი” კი იტყობინებოდა: ,,სამი დღის წინ შეიარაღებულ მენშევიკ-ნაძირალების დიდი ჯგუფი ვერაგულად თავს დაესხა წითელარმიელთა სადგომს და უთანასწორო ბრძოლაში სიცოხლეს გამოასალმა კომუნისტური იდეალებისათვის თავდადებული ხუთი მებრძოლი, ექვსი კი დაჭრა. მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა დამხმარე ძალა. თავდამსხმელებიდან მოკლულ იქნა ერთი ბანდიტი, მისი ვინაობა ვერ დადგინდა, ხოლო დანარჩენმა გაბოროტებულმა ნაძირლებმა შეძლეს თავის დაღწევა. ძნელია საქართველოს კომუნისტური პარტიისათვის ასეთი მებრძოლების დაკარგვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი წყევლას და ზიზღს უგზავნის მკვლელებს ასეთი სამარცხვინო და ველური აქტისათვის, ჩვენ კი ფიცს ვდებთ, რომ დაღუპული გმირების სისხლს ერთი ათად ვაზღვევინებთ მტერს.”

 ***

1969 წელი.

მაისის ერთ დღეს სოფელ #-ის კოლმეურნეობის თავმჯდმარეს შეტყობინება მოუვიდა, რომ 9 მაისის, გამარჯვების დღის აღსანიშნავად საქართველოს ამერიკელ ვეტერანთა ჯგუფი ესტუმრა. ისინი ათი დღის განმავლობაში დარჩებიან რესპუბლიკაში, მონაწილეობას მიიღებენ ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმში, გაეცნობიან დედაქალაქს, ექნებათ შეხვედრები მშრომელებთან, მოინახულებენ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონს, კოლმეურნეობებს, საკუთარი თვალით იხილავენ სხვადასხვა დარგში მიღწეულ შედეგებს, რათა შემდეგ საკუთარი შთაბეჭდილებები გადასცენ ამერიკელ ხალხს. სოფელ #-ს კი ესტუმრება წარმოშობით ქართველი ვეტერანი. მისი წინაპრები ამ სოფლიდან ყოფილან.

-ვინაა ნეტაი?-გაიფიქრა თავმჯდომარემ.

ორი დღის შემდეგ, დილაუთენია, თავმჯდმარეს კაბინეტში ორმოცდაათს გადაცილებული კაცი შევიდა. მას თან თარჯიმანი ახლდა. ისინი დილით თბილისიდან მატარებლით ჩამოვიდნენ და საღამოს უკან მიემგზავრებოდნენ.

-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჭელცომე ტო Gეორგია. კოლმეურნეობის თავმჯდომარე გიორგი მამულაიშვილი.

-კირილე ჩავლეიშვილი,-გაეცნო სტუმარი.

ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ამერიკელი იღიმოდა და თეთრ კბილებს უჩვენებდა.

– ღაპერ ჰარ?

-ბიჯო, აგი ჩვენებური ყოფილა,-გაეღიმა თავმჯდომარეს.

-მამაჩემის ეს სიტყვები დღემდე მახსოვს. მას დედაჩემიც, ის ამერიკელია, ხშირად იმეორებდა ხოლმე. სამწუხაროდ, ქართულის სწავლა ვერ მოვახერხე, მაგრამ ახლა აუცილებლად ჩავუჯდები და შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე ქართულად ვისაუბრებთ.

კირილეს მონაყოლიდან გაირკვა შემდეგი: ის ამერიკაში დაიბადა, მამამისი ამ სოფლიდან იყო. როცა კირილე ოთხი თუ ხუთი წლისა შესრულდა, მამამისი ძმასთან ერთად საქართველოში ჩავიდა ახლობლების სანახავად და მას შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მან ჩანთიდან ფოტო ამოიღო და დამსწრეთ უჩვენა. ფოტოზე გამოსახული პიროვნება ვერავინ ამოიცნო. თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ სოფელში ნამდვილად ცხოვრობდა ჩავლეიშვილების ოჯახი, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. დაიწყეს ბჭობა, თუ ვის შეიძლება სცოდნოდა ამის შესახებ.

-აჰ, კიკია ბაბუას ეცოდინება ყოლიფერი, მახსოვს მამაჩემი ამბობდა, კიკია კირილეს ბაღნებთან მეგობრობდაო,-თქვა კოლმეურნეობის ბუღალტერმა,-მოხუცია, მაგრამ მეხსიერება ზოგიერთ ახალგაზრდაზე უკეთესი აქვს.

სტუმარმა მაშინვე მოისურვა კიკია ბაბუასთან შეხვედრა, მაგრამ მას ჯერ კოლმეურნეობა დაათვალიერებინეს, შემდეგ როგორც წესი და რიგია სუფრასთან მიიპატიჟეს, ის უარზე იდგა, მაგრამ არაფერმა გასჭრა. დაახლოებით ორი საათის დაგვიანების შემდეგ ამერიკელი კიკია ბაბუასთან მიიყვანეს.

მთლად გაჭაღარავებული მოხუცი ხის ძირას ჩეროში იჯდა, წინ ჯორკო ედგა და კაკალს ტეხდა. როცა სტუმარი ახლოს მიიყვანეს და გააცნეს, კიკიამ ხელის გულით თვალები დაიჩრდილა, დიდხანს უყურა ქვემოდან ზევით კირილეს და შემდეგ ხრინწიანი ხმით წარმოთქვა.

-ღმერთო, მესიზმრება აგი, თუ რაა! რავა შავლა გაცოცხლდა?

დიახ, შალვა! მამაჩემს შალვა ერქვა!

როცა მთარგმნელმა ეს სიტყვები გადაუთარგმნა, კიკია ბაბუას თვალები ცრემლებით აევსო, მძიმედ ადგა და ხელები ფართოდ გაშალა.

-მოი ჩემთან, შენი ჭირიმე!

ისინი ერთმანეთს, როგორც დიდი ხნის უნახავი ნათესავები, ისე გადაეხვივნენ.

-რაცხაის თქმა მინდოდა, ორი ღერი სიტყვა ვიცოდი, მარა აღელვებისაგან იგიც ქე დამავიწყდა!

-ნაზიკო! ნაზიკო! გამოი გარეთ!

სახლიდან ჭაღარათმიანი ქალბატონი გამოვიდა, ხელებს წინსაფრით იწმენდდა.

-ნახე შე ქალო, ვინ მევიდა! ვერ ცნობილობ?

-ვინაა?

-შავლა ჩავლეიშვილის ბიჭია, ამერიკიდან.

-უიმე, ნენა, მისი ჭირიმე, გაჭრილი ვაშლივით გევხარ მამაშენს.

ნაზიკო შალვას გადაეხვია.

კიკია ბაბუამ ოჯახის სხვა წევრებიც გააცნო. სტუმარი ხის ძირში გაშლილ მაგიდასთან მიიპატიჟეს. კიკია ბაბუამ დაწვრილებით გამოჰკითხა კირილეს მის შესახებ. კირილე ინჟინერი ყოფილა, ჰყავს ოჯახი, სამი შვილი, ცხოვრობს ჩიკაგოში. მეორე მსოფლიო ომში ფილიპინებზე იბრძოდა და ორჯერ დაიჭრა. შემდეგ კიკია ბაბუის ჯერი დადგა. მან მთელი მათი თავგადასავალი მოუყვა.

-მე, ჩემო ბიძია, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, მარა მამაშენმა განგებ ოტკათი დამათრო, მასთან ერთად რუმ არ წავსულიყავი იქინე.

როცა ლაპარაკით და ადესა ღვინის სმით გული იჯერეს, კიკიამ სახლისკენ გასძახა.

-დარეჯან! დარეჯან!

-ჰოუ!

-ჩემ კრაოტის ქვეშ, ტყავის ჩამადანში რუმ დიდი პაპკაა, იგი გამეიტანე ელანძე.

-ამინუჩი მუალ.

საქაღალდედან კიკიას რიგრიგობით ამოქონდა ნივთები და მაგიდაზე აწყობდა.

-ა, ესაა მამაშენის დანატოვარი ნივთები: პაშპორტები, თქვენი ფოტო და წერილი.

კირილემ ფოტო ხელში აიღო.

-ეს მე ვარ,-თითით უჩვენებდა კირილე ფოტოზე გამოსახულ პიროვნებებს,-ეს ჩემი დაა… ეს დედა, მამა…

კირილე ცრემლებს ძლივს იკავებდა, კიკიამ მას შეხედა და მხარზე ხელი დაადო.

-ქე მინდოდა ამის გამოგზავნა, მარა ხომ იცი რაფერი დრო იყო, უბრალო ფოშტით რას გავგზანიდი. საცთელი არ დამიკლია, ვინც ქე მიდიოდა თქვენდა, გრანიცის იქეთ, ყველაკაცს შიში ქონდა და ქე შემრჩა აგენი მე. მარა ვიცოდი, რუმ როისმე ჩემ შავლას ვინცხა მეიკითხავდა. მადლობა უფალს, შენ ჩამოი… ეს ყოლიფერი შენია, ჩემო ბიძია, უკაცრავად ვარ, რომ პაწა დაგვიანებით, მარა რაი მექნა.

-უდიდესი მადლობა,-თავი დაუკრა კირილემ.

კიკია წამოდგა და უთხრა:-აგი არაა მთავარი, წამოი, ჩემთან.

ისინი ადგნენ, სახლს შემოუარეს და პატარა ბილიკს გაუყვნენ. გაიარეს დაახლოებით ოცდაათი-ორმოცი მეტრი და უზარმაზარი მუხის ქვეშ გაჩერდნენ. კიკია მივიდა ხის ძირში დადებულ, ხავსმოკიდებულ ლოდთან, დაიხარა და ხელი რამდენჯერმე დაჰკრა, თან კირილეს შეხედა.

-ა, აქანე არიენ შენი ბაბაი და შენი ბიძა დამარხულები.

კირილე გაკვირვებული უყურებდა ხან კირილეს და ქვის ლოდს. შემდეგ  დაიჩოქა, მიწას ხელისგულები დაადო, თავი ვეღარ შეიკავა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.

-აფერია მაი, შვილო, იტირე. დაიტირე შენი მამა და ბიძა. ძალიან კაძახები იყვენ. ამისანა ხალხი იშვიათია დღეს.

-ვერც მამაშენი და ვერც ვასილა ვერ ამეიცნენ, ჰოდა ტყეში დამარხენ. არავის რომ არ დიენახა ღამით მე მარტუაი კაცმა ამოვთხარე იგენი და აქეთ გადმოვასვენე. ეს არაკაცმა არ იცოდა. მარტუაი დავიტირე… ახლა როცა შენ ჩამოი, თუ გინდ მთელმა დუნიამ გეიგოს, შიში აღარ მაქვენ…

 ***

უკანა გზაზე მატარებელში მჯდარი კირილე ალბათ მეათედ კითხულობდა მამის ოჯახისადმი ინგლისურად მიწერილ გაყვითლებულ ბარათს.

,,სალამი ჩემს უმშვენიერსს ცოლს და ჩემს ლამაზ შვილებს!

ჯანმრთელობას, წინსვლას გისურვებთ!

მე მუდამ თქვენთან ვარ და თქვენზე ვფიქრობ: დილით თუ საღამოს, დღისით თუ ღამით, სიზმარშიც სულ თქვენ გხედავთ. იმედი მაქვს რომ ძალიან ჩქარა ჩამოვალ, ჩაგიხუტებთ გულში და არასოდეს, არსად არ გაგიშვებთ.

ძალიან, ძალიან მენატრებით!!!

ჩემო საყვარელო შვილებო, ჭკვიანად და კარგად მოიქეცით, დედიკო არ გააბარაზოთ. კარგად თუ არ მოიქცევით არავის არ ეყვარებით, თუ ყველაფერს შეასრულებთ რასაც დედიკო გეუბნებათ, თქვენ საუკეთესოები იქნებით.

ჩემო ენი! შენთან რომ არა ვარ ძალიან განვიცდი უშენობას. ჩემთვის ძნელია უშენოდ ყოფნა, ჩვენ მუდამ ერთად უნდა ვიყოთ და ასეც იქნება. აქაურები ამბობენ მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო. მართლაც ასეა, ადამიანი კი თავისი სიყვარულისა და მეგობრის გარეშე ორჯერ უფრო ცოდოა.

ცოტაც მოითმინეთ, ცოტაც გაუძელით და მალე ჩამოვალ.

იყავით კარგად, მუდამ თქვენი ქმარი და მამა შალვა ჩავლეიშვილი.”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26 თებერვალი, 2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23 თებერვალი, 2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026

სჭირდება თუ არა ბიუჯეტს აზარტული თამაშებისგან მიღებული ფული

რას ისახავს მიზნად მიწის რეგისტრაციის რეფორმა

ყველა სიახლე

სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო