მარტვილში დაკარგული 13 წლის მოსწავლე ცოტა ხნის წინ იპოვეს. ინფორმაცია “გურია ნიუსს” იმ სკოლის დირექტორმა დაუდასტურა, რომელშიც გოგონა სწავლობს.
“ცოცხალი და ჯანმრთელია. რაც მთავარია, სახლშია”, _ განუცხადა “გურია ნიუსს” ალექსანდრე კვესელავავამ.
სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე, უცნობია.
შეგახსნებთ, მე-7 კლასის მოსწავლეს 20 აპრილიდან ეძებდნენ.
ავტორი