დღეს, არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად საკავლიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებს.
ეს შანსი ჩვენმა ნაკრებმა წინა ევროპის ჩემპიონატზე დაკავებული მეათე ადგილით მიიღო.
14-21 თებერვალს, როტერდამში გასამართ ტურნირზე 12 გუნდი იასპარეზებს:
A ჯგუფი- საქართველო, საბერძნეთი, მონტენეგრო, თურქეთი, კანადა, ბრაზილია
B ჯგუფი- ხორვატია, რუსეთი, რუმინეთი, ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი
პლეი-ოფებში ბრძოლას ჯგუფის 4-4 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს, ხოლო ტოკიოში გასამართ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მხოლოდ 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. მართალია სამეულში შესვლა ძალიან რთული იქნება, თუმცა პლეი-ოფში გასვლა რეალური ამოცანაა ჩვენი ნაკრებისთვის. პირველ თამაშს, ჩვენი ნაკრები, დღეს, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს. შეგახსენებთ რომ, გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზეც შევხვდით ბერძნებს და 17:10 დავმარცხდით. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი ასეთია:
14 თებერვალი – 16:00 საქართველო-საბერძნეთი;
15 თებერვალი – 23:30 საქართველო-თურქეთი;
16 თებერვალი – 19:00 საქართველო-კანადა;
17 თებერვალი – 20:30 საქართველო-ბრაზილია;
18 თებერვალი – 16:00 მონტენეგრო-საქართველო.
ტურნირის ყველა მატჩის ხილვას მაყურებელი „სილქ უნივერსალზე“ შეძლებს.