გერმანიაში ანგელა მაიერმა 400 ათასი ევრო ლატარიაში მოიგო, თუმცა, თავისი მოგება უნიტაზში ჩარეცხა.
“Mirror”-ის ცნობით, ქალბატონმა თანხა მოიცილა რათა აწ უკვე გარდაცვლილი ქმრის მკურნალობის ხარჯები არ აენაზღაურებინა.
მოგებული თანხის მომავალზე ფიქრისას ანგელამ 5 ბოთლი შამპანური დალია და ძლიერი სიმთვრალის დროს გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინა მოგებული თანხა.
მან 500-ევროიანი 800 ბანკნოტი ტუალეტში ჩაყარა და კანალიზაციაში ჩარეცხა.
მოხუცთა სახლმა, სადაც ანგელას მეუღლე ცხოვრობდა და მკურნალობდა, ქალბატონს სასამართლოში უჩივლა. ამავე დროს, გერმანიაში არ არსებობს კანონი, რომელიც მოქალაქეს ფულის უნიტაზში ჩარეცხვას უკრძალავს, ამიტომ საჩივარი სასამართლო განხილვამდე არ მივიდა.