წყალარინების პროექტის მშენებლობისას მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა მარნეულში, ჯანდარის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას “რადიო მარნეული” ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ორმოში ორი მუშა ჩავარდა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მომხადარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.