წყალდიდობამ ევროპის ნაწილში ქაოსი გამოიწვია. დაღუპულია 180-ზე მეტი ადამიანი, მაშველები სამძებრო ოპერაციას ამ წუთებშიც აწარმოებენ, რის შედეგადაც შეიძლება გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
BBC-ის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟმა გადაარჩინა ხალხი ზალცბურგში, სადაც წყალდიდობამ ქალაქის ქუჩები დატბორა.
სახანძრო ბრიგადის განცხადებით, ვენაში შაბათს ღამით უფრო მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე წინა შვიდი კვირის განმავლობაში.
გერმანიაში, ზემო ბავარიის რეგიონში, ძლიერმა წვიმამ დატბორა სარდაფები და გზები. წყალდიდობამ ასევე დააზარალა შვეიცარია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები.
ევროპელი ლიდერები წყალდიდობაში კლიმატის ცვლილებას ადანაშაულებენ.