ძლიერ მუსონს ინდოეთსა და ბანგლადეშში, სულ მცირე, 59 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მილიონობით ადამიანი ჩაკეტილია, ხოლო სასწრაფო დახმარების მუშაკები იბრძვიან დაზარალებულებთან მისასვლელად.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში უფრო ძლიერი წყალდიდობაა მოსალოდნელი.
ბანგლადეშის ხელისუფლება ბოლო წყალდიდობას ყვეალაზე საშინელს უწოდებს მას შემდეგ რაც კი 2004 წლის შემდეგ მომხდარა.
გასული კვირის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმებმა დატბორა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონის დიდი ნაწილი, რაც გამწვავდა მეზობელი ინდოეთის მთებში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამონადენით.
სკოლები გადაკეთდა იმპროვიზირებულ თავშესაფრებად და გამოიყენეს ჯარები წყლის ამაღლების შედეგად მეზობელი თემებიდან მოწყვეტილი ოჯახების ევაკუაციისთვის.
“მთელი სოფელი წყლის ქვეშ მოექცა”,_ განუცხადა AFP-ს ბანგალდეშის სოფელ კომპანიგაჯის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
“ჩვენი სახლის სახურავზე მთელი დღე ლოდინის შემდეგ მეზობელმა გადაგვარჩინა იმპროვიზირებული ნავით. დედაჩემმა თქვა, რომ ასეთი წყალდიდობა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ უნახავს”, – დასძინა 23 წლის გოგონამ.