წყალდიდობის გამო ნიგერიაში 100 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ხოლო 300 ადამიანი დაიღუპა, 500 ადამიანი დაშავდა, ხოლო 500 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. ამის შესახებ ინფორმაციას anadolu ავრცელებს.
ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ წყალდიდობის მსხვერპლთა ნაწილმა დროებით შეაფარა სკოლებს და საზოგადოებრივი შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავრობამ მოაწყო დროებითი ბანაკებიც.
გარდა ამისა, წყალდიდობის გამო გაჩნდა ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და მალარია.
კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის ექსპერტებმა გააფრთხილეს, რომ ქვეყანაში 53 მილიონი ადამიანი წყალდიდობის საფრთხის წინაშეა.