BBC– ის ინფორმაციით, ჩინეთში რამდენიმე დღიანმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 30 ადამიანია დაღუპული. 130-ზე მეტ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, დაზიანებულია გზები და მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროს მოწყდა. უსაფრთხოების მიზნით 80 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახორციელდა.
პეკინის გარეუბანში მთებში შეიარაღებული პოლიციისა და სხვა სამაშველო ჯგუფების ფართომასშტაბიანი მობილიზაციაა. ხელისუფლება ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
თუმცა, მაშინ როცა ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან, ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში ცხელი და ნოტიო ამინდია. მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა მომდევნო კვირაში 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, სიფრთხილის ზომები მიიღონ სიცხისგან თავის დასაცავად.































































