ბრაზილიაში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ შტორმი მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.
CNN Brasil-ის თანახმად, ამ კვირის წვიმები ყველაზე საშინელი სტიქიაა, რაც ბრაზილიას ბოლო 40 წლის განმავლობაში დაატყდა თავს.