ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით წყალდიდობას სულ მცირე 72 ადამიანი ემსხვერპლა, დაუდგენელი რაოდენობა კი დაკარგულად ითვლება.
როგორც BBC იუწყება, როგორც ჩანს, ვალენსია ყველაზე დაზარალებული ქალაქია, გავრცელებულ სურათებზე ასახულია დაგროვილი მანქანები და განადგურებული უბნები, ხოლო ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი ამბობს, რომ ჩქაროსნული ხაზი ქალაქსა და მადრიდს შორის მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთის ნაწილებში რვა საათში დაფიქსირდა იმ რაოდენობის უხვი ნალექი, რის მოსვლასაც, ჯამში ერთ წელზე მეტი დრო სჭირდება.
ყველაზე მეტად კი აკრიტიკებენ ვალენსიის რეგიონალური მთავრობას, რომელმაც გააუქმა ვალენსიის სასწრაფო დახმარების განყოფილება (UVE) 2023 წელს თანამდებობის დაკავებისთანავე. იმავდროულად, 1000-ზე მეტი ჯარისკაცი განლაგებულია სამაშველო ოპერაციის დასახმარებლად.
მერის თქმით, პირველი განგაში იყო წყალდიდობის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, მეორე განგაში, როცა შიშით უკვე ზედა სართულებზე ავიდნენ, რადგან წყალი უკვე მეტრნახევარს მიაღწია და მესამე კი მოვიდა დღეს დილით.