ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. სტიქია ბრაზილიაში, ესპირიტუ-სანტუს შტატსა და ქალაქ რიო დე ჟანეიროში მოხდა.
მედიის ინფორმაციით, 5 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია, განადგურდა 270-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველია ჩართული.