ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 21 899 998 ლარის ღირებულების სამუშაოების გახორციელებას გეგმავს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების გასახორციელებლად საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია ჯურუყვეთის (ბაღლეფი, ჯურუყვეთი, ეწერი), ღრმაღელის (წყალწმინდა, ომფარეთი, ღრმაღელე), აკეთის ( ქვედა აკეთი, გაგური, ჭანჭათი, ზედა აკეთი) და ჩოჩხათის (წიაღობანი) ადმინისტრაციულ ერთეულებში.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 7 590 ადამიანი ისარგებლებს და პროექტის ღირებულება 21 899 998 ლარს შეადგენს“, _ განმარტებულია ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
[sexy_author_bio]