ცნობილი ფსიქოლოგი ოტო კერნბერგის გვთავაზობს 9 მახასიათებელს, რომელთა ქონაც აუცილებელია იმისათვის რომ ბედნიერები ვიყოთ სასიყვარულო ურთიერთობაში.
1.პარტნიორის ცხოვრებისეული გეგმებისადმი ინტერესი (არ იგულისხმება დამანგრეველი მიჯაჭვულობა);
2.საბაზისო ნდობა: ორივე პარტნიორს უნდა ქონდეს შესაძლებლობა იყოს გახსნილი და გულწრფელი, საკუთარ ნაკლოვანებებთან დამოკიდებულებაშიც კი;
3.პატიების უნარი, რომელიც არ გულისხმობს მაზოხისტურ მორჩილებას ან აგრესიაზე თვალის დახუჭვას;
4.თავმდაბლობა და მადლიერება;
5.საერთო იდეალები როგორც ერთობლივი ცხოვრების საფუძველი;
6.მოწიფული მიჯაჭვულობა: დახმარების მიღებისა (სირცხვილის, შიშისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე) და დახმარების აღმოჩენის უნარი; ამოცანების სამართლიანი განაწილება განსხვავებით ძალაუფლებისთვის ბრძოლის, დადანაშაულებისა და დამნაშავის ძიებისგან, რასაც ორმხრივი იმედგაცრუება მოყვება;
7.სქესობრივი ლტოლვის მუდმივობა – პარტნიორისადმი სიყვარული სხეულებრივი ცვლილებებისა და ფიზიკური ნაკლოვანებების მიუხედავად.
8.დანაკარგის გარდაუვალობის, წყვილის ურთიერთობის საზღვრების დაცვის აუცილებლობისა და ასევე ეჭვიანობის აღიარება. მიღება იმ ფაქტისა, რომ მეორეს ვერ ვეყვარებით ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს ის;
9.სიყვარული და გამოგლოვება: პარტნიორის წასვლის ან გარდაცვალების შემთხვევაში დანაკარგი გვაძლევს საშუალებას მთელი სიცხადით გავიგოთ ჩვენს ცხოვრებაში რა ადგილს იკავებდა ჩვენი პარტნიორი, რაც საშუალებას მოგვცემს დანაშაულის გრძნობის გარეშე მივიღოთ ახალი რეალობა.
4motivi.com