მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი თბილისში გამართული აქციების დროს ადამიანების, მათ შორის გმირების არასრულწლოვანი შვილების დაკავების ფაქტს ემოციური პოსტით ეხმაურება.
“ცრემლები წამომცვივდა, როდესაც გავიგე 14 წლის დაკავებული ბიჭის ფრაზა, “გმირის შვილი ვარ” გმირის შვილი ვარო! თქვე ვირიშვილებო !
8 აგვისტოს მიხვალთ სასაფლაოზე მიიტანთ თაიგულს და ამ ბიჭს ყალბი მწუხარებით მხარზე ხელს მოუთათუნებთ თითქოს რამეს გრძნობდეთ, რამე გაღელვებდეთ ან გწამდეთ!”, – წერს მომღერალი.
ინფორმაციისთვის, დაკავებული აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ ნიკიტინის შვილია. საბა ნიკიტინი, 14 წლის.