საუდის არაბეთში უკრაინის და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრის წინ, მოსკოვი რეკორდული რაოდენობის უკრაინული უპილოტო მფრინავი ობიქტების თავდასხმის ობიექტი გახდა, _ იუწყება Bloomberg.
რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ძალების ინფორმაციით, მათ 69 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის თქმით, საჰაერო შეტევის დროს დაიღუპა ერთი და დაიჭრა 3 ადამიანი.
უკრაინული დრონების განეიტრალების შესახებ რუსეთის სხვა რეგიონებიდანაც მოდის ინფორმაცია.
ამ შეტევის გამო მოსკოვის ოთხმა მთავარმა აეროპორტმა ფრენები გადადო.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ წუხელ ღამით მათ 337 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხოლო მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა წუხანდელ შეტევას ყველა დროის ყველაზე მასშტაბური შეტევა უწოდა.