ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთშის (ჭანიეთის თემი) მკვიდრი, ცუცა ზოიძე დღეს 102 წლის გახდა.
ქალბატონი ცუცა 1920 წლის 28 აგვისტოს არის დაბადებული.
_ ბავშვობისას ისეთი დუხჭირი ცხოვრება გვქონდა, დაბადების დღე ჩემთვის არავის გადაუხდია. მამა ომში დაიკარგა. ოთხი დედმამიშვილი დავრჩით. სულ ვშრომობდით, დედას ვეხმარებოდით, _ იხსენებს „გურია ნიუსთან“ ცუცა ზოიძე.
_ შვილები სულ აღვნიშნავთ დედიკოს დაბდების დღეს. ყველაზე დიდი წვეულება 70 წლის იუბილეზე მოვუწყვეთ. თავად ძალიან არ უყვარს პომპეზურობა, _ ამბობენ ქალბატონ ცუცას შვილები _ მალვინა და ჩიტო ზოიძეები.
ცუცა ზოიძე თავს მშვენივრად გრძნობს. არ უჩივის მეხსიერებას.
„გურია ნიუსი“ ულოცავს ქალბატონ ცუცას 102 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს.
ავტორი