გურიაში დღეს იწვიმებს, ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, მცირე ნალექი ხვალაც შენარჩუნდება, 8 თებერვლიდან კი გამოიდარებს_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
„დღეს და ხვალ ნარჩუნდება წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. ბახმაროსკენ შუა დღის საათებისთვის შეიძლება ინტებსიურად გათოვდეს. საღამოს საათებისკენ თოვის ინტენსივობა იკლებს. დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 12-13 გრადუსამდე, ხვალ ცალკეულ რაიონებში იწვიმებს და მაღალ მთაში მოთოვს, მთიან რაიონებში თოვა მოსალოდნელი არ არის, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
7 თებერვალს ღამით კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. გამოდარება და ტემპერატურის მატება მოსალოდნელია 8 თებერვლიდან. 8-10 თებერვლის ჩათვლით მოსალოდნელია თბილი, უნალექო ამინდი. ღამითაც ყინვები არ არის ნავარაუდევი. ისევ +5-7 გრადუსი იქნება ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში, მაღალ მთაში იქნება -5, 0 გრადუსი. დღისით უკვე ჰაერის ტემპერატურა აქაც +10, +12 გრადუსი იქნება“,_ გვითხრა გვაზავამ.