გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლოდან 15 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.
ქვეყნის უმეტეს ნაწილში უამინდობა შენარჩუნდება 14-15 აპრილსაც, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელია 16 აპრილს. სინოპტიკოსები 16 – 17 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილ და უმეტესად, უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში მოსალოდნელია +20, +25 გრადუსი, თუმცა 16 -17 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში უამინდობა შენარჩუნდება, მოსალოდნელია წვიმა.
რაც შეეხება დედაქალაქს, 16 აპრილს დღისით და 17 აპრილს დილის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი.