ლანჩხუთელი ექიმი და ადგილობრივი საკრებულოს წევრი დათო ჩხარტიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს და მსურველს სთავაზობს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სამედიცინო კუთხით კონსულტაცია გაუწიოს.
„ძვირფასო ლანჩხუთელებო და არამარტო ლანჩხუთელებო! პანდემიის პერიოდში თუ ვინმეს დაგჭირდებათ სამედიცინო სახის რჩევები და არ იცით ვის მიმართოთ, შეგიძლიათ დამირეკოთ ან მომწეროთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში“- მიმართავს დახმარების მსრუველებს ლანჩხუთელი ექიმი და იქვე საკუთარ ტელეფონის ნომერს უთითებს, რომელზეც ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი მასთან დაკავშირება-„ ტელ: 551003221 დათო ჩხარტიშვილი“






























































