უცნაურია, რომ ეს კვლევა თქვენ რომ ნახეთ, სააკაშვილს უკვე ნანახი და Facebook-ზე დადებული ჰქონდა. უკრაინელი პოლიტიკოსია ასეთი, აღმასკომის თავმჯდომარეა რეფორმების დარგში – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვას აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე.
თეა წულუკიანის თქმით, ოპოზიცია ამერიკელი ლობისტების დახმარებით ცდილობს, 2012 წლის რიტორიკას დაუბრუნდეს და „ქართული ოცნება“ პუტინთან თანამშრომლობაში დაადანაშაულოს.
ჩვენ დიდი ხანია ჩართული ვართ პოლიტიკურ პროცესში. ვგულისხმობ 2010-2011 წლებს და მაქვს დეჟავუ. ჩვენ გვახსოვს 2012 წელს, მსგავსი „კვლევები“, სადაც ეწერა, რომ „ქართული ოცნება“ არის პუტინის აგენტი. ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანი სხვა „მიგნებები“. წერია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სამხედრო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის არის უმაღლეს ნიშნულზე. შესაბამისად, ეს შეუსაბამობები იწვევს ირონიას. ჩემთვის დასკვნა არის მარტივი. „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით რესურსი მათ პრაქტიკულად ამოწურეს. ისინი არიან განწირული მარცხისთვის. ამიტომ, ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერი, ჩვენ ყველა ვართ პუტინის აგენტები. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული. ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერჯერობით, ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბლიზატორი, მე მომეცით უფლება ეს არ გავიზიარო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“, – აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა.
ანგარიშის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი და კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი.