წონაში დაიკლებთ, თუ დაიცავთ დიეტოლოგების მიერ შემოთავაზებულ 8-კვირიან მკაცრ დიეტას.
პირველი კვირა: თქვენი ორი საყვარელი ტკბილი სასმელი შეცვალეთ (გაზიანი, ჩაი, წვენი) 2 ჭიქა მინერალური ან ჩვეულებრივი წყლით. წყალი საჭიროა საჭმლის მოსანელებლად და იცავს ორგანიზმის თერმორეგულაციას, ჭამთ ცოტას, მაგრამ ივსებით ენერგიით.
მეორე კვირა: ჩვეულებრივი საუზმე შეცვალეთ ულუფა მიუსლით, გამოტოვეთ მეორე საუზმე, რითაც 15%-ით შეაფერხებთ მეტაბოლიზმს; უჯრედისებით მდიდარი ბურღულეულის ფაფებს ორგანიზმი ნელა ითვისებს, ე.ი. დიდხანს არ გშივდებათ, შედეგად, სადილსაც გვიან შეექცევით და ტკბილიც აღარ მოგინდებათ.
მესამე კვირა: თავი შეიკავეთ ტელევიზორთან ჭამისაგან და თავის დროზე დაიძინეთ (აუცილებელია 8 საათი ძილი); რაც უფრო დაღლილი ხართ, მით მეტ დოპინგს ითხოვს ორგანიზმი. ასე რომ, ტელევიზორის ყურებისას “ღორმუცელობა” თქვენი ფიგურისთვის სასიკეთო არ იქნება.
მეოთხე კვირა: მზესუმზირის ზეთის მაგიერ იხმარეთ ზეითუნის ზეთი, რომელშიც ბევრი “კარგი” ქოლესტერინია და ნაკლები – “ცუდი”.
მეხუთე კვირა: ყავის მაგივრად დალიეთ მწვანე ჩაი. სხვათა შორის, მწვანე ჩაიში კოფეინი უფრო მეტია, ვიდრე ყავაში, ანტიოქსიდანტები კი 2-ჯერ მეტი, ვიდრე ორ ულუფა ახალ ბოსტნეულში.
მეექვსე კვირა: თეთრი პურის ნაცვლად ჭამეთ დაღერღილი ხორბლის პური, რადგან თეთრი პურის ნახშირწყლები ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც შაქარი, ხორბლის პური კი მდიდარია უჯრედისებით და სწრაფად ანაყრებს.
მეშვიდე კვირა: ნასადილევს ყავის დალევის ნაცვლად, 15 წუთი ისეირნეთ, რა თქმა უნდა, ეს “გემრიელი” არ არის, მაგრამ ძალიან წაადგება თქვენს ფიგურას, დაბრუნებისას მიირთვით ნებისმიერი ხილი.
მერვე კვირა: ხორცის ნაცვლად მიირთვით პარკოსნები, რომლებიც შეიცავენ 2-ჯერ მეტ სასარგებლო მცენარეულ უჯრედისებს და 3-ჯერ ნაკლებ კალორიას. ყავის მაგივრად დალიეთ მწვანე ჩაი. სხვათა შორის, მწვანე ჩაიში კოფეინი უფრო მეტია, ვიდრე ყავაში, ანტიოქსიდანტები კი 2-ჯერ მეტი, ვიდრე ორ ულუფა ახალ ბოსტნეულში.