“დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ტუბერკულოზი!”_ ეს არის წელს ტუბერკულოზთან მსოფლიო ბრძოლის დღის მთავარი გზავნილი.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძება ჩატარდა საქართველოშიც.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. ქვეყანა უზრუნველყოფს ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას. კერძოდ, საქართველომ, 2015 წელთან შედარებით შეძლო ტუბერკულოზის ინციდენტობის 50%-ით შემცირება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ტუბერკულოზის ბაქტერიით არის დაინფიცირებული. ტუბერკულოზით ინფიცირებულთა დაახლოებით 5-10%-ს საბოლოოდ უვითარდება სიმპტომები და ტუბერკულოზის დაავადება. ტუბერკულოზის დაავადებას ჩვეულებრივ მკურნალობენ ანტიბიოტიკებით და მკურნალობის გარეშე შეიძლება ფატალური იყოს.