“სულ ვფიქრობ, რომ ხანდახან საჭიროა იმედების საცეცები ვეძებო და ზოგჯერ, იდიოტის როლშიც აღმოვჩნდები ხოლმე.
რასაც გინდა გადახედო, ლამის ყველგან ჩიხში ვართ, ხელისუფლება იქნება, მათი პოტენციური ალტერნატივა, საზოგადოება თუ სხვა, სრული უიმედობის განცდა ჩნდება.
ზოგჯერ აღარ ვიცი, რას ჩავეჭიდო.
მაგალითად, ბოლო კვირაში, ორი მნიშვნელოვანი (ჩემი აზრით) წერილი დავდე და რამდენიმე მაიმუნობა და რას მოჰყვა ინტერესი? – მაიმუნობას და არა სერიოზული განსჯის თემებს.
რას ჩავეჭიდო?
არ ვიცი.
ტურაშვილი გაუწერიათ და წამათრიეთ, მე დამაწვინეთ ახლა.
აღარ ვიცი, რაზე ავაწყო იმედები.
არა და, უიმედობა თვითმკვლელობის ტოლფასია”, _ წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.