რომის უძველესი ამფითეატრის კოლიზეუმის კედელზე მამაკაცმა სახელები ამოკვეთა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.
როგორც ცნობილია, ფაქტი გამვლელმა დააფიქსირა, მამაკაცს შენიშვნა მისცა, ხოლო ვიდეო ჩანაწერი უსაფრთხოების თანამშრომლებს გადასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, კოლიზეუმის კედელზე წარწერა ბრიტანელმა ტურისტმა გააკეთა. მასთან ერთად ქალიც იმყოფებოდა.
სავარაუდოდ, ტურისმა კედელზე მათი ინიციალები დაწერა.
მამაკაცს დიდი ჯარიმა ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუ ბრალს წაუყენებენ.
ინციდენტმა ფართო დაგმობა გამოიწვია იტალიაში და მთელ მსოფლიოში.