ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, დაშავებულია 18 ადამიანი. შემთხვევა თურქეთში, ტუნჯელი-ერზინჯანის საავტომობილო გზაზე მოხდა, _ ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
როგორც თურქული მედია იტყობინება, არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
დაშავებულები ტუნჯელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.