თურქეთში სასტუმროს 14 თანამშრომელი დააკავეს. ფაქტს წინ ტურისტის გარდაცვალება უძღოდა. გარდაცვლილი ბულგარეთის მოქალაქეა.
როგორც თურქული მედია იუწყება, 35 წლის მამაკაცმა სასტუმროში დასვენებისას დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო, რის შემდეგაც დებოში ატეხა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მამაკაცი არ გაჩერდა, რის გამოც სასტუმროს დაცვამ ის დააკავა. თუმცა ხელბორკილების დადებიდან მალევე მამაკაცმა გონება დაკარგა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.