დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ტურისტული სეზონის მოახლოებასა და სარეკრეაციო ზოლში კომფორტის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
საკითხების ირგვლივ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცებას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრას ეხებოდა, სადაც ვრცელდება „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიხედვით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა ისაუბრა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ კი კომენტარი გააკეთა:
„მოგვიახლოვდა საკურორტო სეზონი. პლაჟები განსაკუთრებით სუფთა უნა იყოს. ჩვენი ინტერესი არ არის, ვინმე დავაჯარიმოთ. ჩვენი მიზანია, შევახსენოთ ყველა ჩინოვნიკს, რომ მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ ყველა სტუმარს. სავარაუდოდ, წელს გვეყოლება დამსვენებელთა ყველაზე დიდი ნაკადი, რაც აქამდე ყოფილა. დადგენილებები მიღებისთანავე უნდა ამოქმედდეს, _ თქვა მან.