თურქ მწერალსა და ტელეწამყვანს, ადნან ოკტარს სტამბოლის სასამართლომ 1075 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Sozcu ავრცელებს.
ოკტარი არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში, ადამიანების გატაცებაში, შანტაჟში, ჯაშუშობასა და სხვა მძიმე სახის დანაშაულშია ბრალდებული. მასთან ერთად ბრალდებულის სკამზე მისი 236 თანამოაზრეც აღმოჩნდა, რომელთაგან 78 პირი დაკავებულია.
წინასწარ პატიმრობაში ოკტარი 2018 წლის ივლისიდან იმყოფება. მანამდე ის თეოკრატიული რევოლუციის მოწყობის მცდელობის ბრალდებით 1986 წელსაც იყო დაპატიმრებული, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს.